The Telegraph-მა დაწერა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი ანდრე ონანას შემცვლელს დაიმატებს.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბს ინტერესი აქვს ანტვერპენის 22 წლის მეკარის, სენე ლამენსის მიმართ, რომელიც სულ რაღაც 4.5 მილიონ ევროდ ფასობს.
ლამენსმა ამ სეზონში ანტვერპენის მაისურით კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა და ითვლება, რომ ახლო პერიოდში მას ბელგიის ნაკრებშიც დაუძახებენ.