მარიამ გაფრინდაშვილი: „ხუთი დედმამიშვილი ვართ… ეპიცენტრში ყოფნისას მათგან არაერთი სატელეფონო ზარი მახსოვს, აი, ჩვენც მოვდივართო“

3 weeks ago 11

 „ხუთი დედმამიშვილი ვართ... ეპიცენტრში ყოფნისას მათგან არაერთი სატელეფონო ზარი მახსოვს, აი, ჩვენც მოვდივართო“ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი აქციაზე მძიმედ დაშავდა. მას თავი აქვს გატეხილი და სუნთქვა უჭირს. ჟურნალისტი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

მარიამს მუდმივად მძიმე რეჟიმში უწევს მუშაობა და ამ დღეებშიც ასე იყო, ის აქციაზე თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მარიამმა „სარკეს“ ერთ-ერთ ინტერვიუში უთხრა, რომ  ყველაზე მეტად თავისი ოჯახის წევრებზე ნერვიულობს, როცა სახიფათო ადგილებში უწევს მუშაობა.

მარიამ გაფრინდაშვილი:

-დიდი ოჯახი მყავს, ხუთი დედმამიშვილი ვართ, ოთხი და და ერთადერთი ძმა. ჩემი პროფესია მათთვის პრობლემაა ბევრი მიზეზის გამო, გარდა იმისა, რომ ნერვიულობენ. ადრე, ქუჩის რეპორტიორად როცა ვმუშაობდი, არ ვიცოდი, დილა სად დაიწყებოდა და სად დაღამდებოდა. ეპიცენტრში ყოფნისას დედისგან, მამისგან, ჩემი ძმისგან არაერთი სატელეფონო ზარი მახსოვს, აი, ჩვენც მოვდივართო.

ძალიან განიცდიან, როცა სახელმწიფო მანქანა იქოქება ხოლმე და ტროლები, ბოტები საშინელებებს წერენ. მაშინ ჩემი ოჯახის წევრებზე ყველაზე მეტად ვდარდობ. აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებენ შეურაცხყოფას ჩემ გამო. რეალურად მე ყოველთვის ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე არაფერი მემუქრება, მაგრამ ამ ყველაფრისგან ოჯახის წევრების და მეგობრების დაცვას ვერ ვახერხებ (კითხვის გაგრძელება)…

სრულად წაკითხვა