სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას:
“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი.
ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და დღეს სრულიად უსამართლოდ სჯიან იმის გამო, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ყველაფერი გადადო და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის.
მარიამ, მხნედ იყავი, მაგრად იყავი!
მალე აუცილებლად გავიმარჯვებთ!
შენნაირი შემართება რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდეს საქართველოში, ეს გამარჯვება ბევრად უფრო მალე მოვიდოდა.
ბოლომდე შენს გვერდით ვართ!✊🏻” – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·