“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

14 hours ago 6

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის მარიზ კობახიძის მიმართ განსაკუთრებით თბილ და ემოციურ შეფასებებს აკეთებს ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

პროპაგანდა ჩემ სტუმრებს ეკითხებოდა, “მარიზის მეგობარი ხართ? ანთილიყო ესწრება?
დაიჯერეს რომ მათ ბოროტებას შეუძლია ვინმეზე უარი გვათქმევინოს.

მარიზი, ჩემო საყვარელო, მე ვარ შენი მეგობარი.

დღემდე მახსოვს, დიდი დიღმის სადარბაზოებში რომ გეძებდი, მეზობლებმა რომ მომასწავლეს, “ჩვენი მარიზი? საღამომდე ყველა სადარბაზოს დალაგებას ასწრებს” ზაფხულში რომ მახარე, ხელფასი მოგემატა, რადგან მთელი კორპუსის სისუფთავე ჩაგბარდა.

ასე წვალებით რომ გაზარდე შენი შვილები.

ემიგრაციაში ვერ გაჩერდი, აქ ჩამოხვედი და მას შემდეგ ფიზიკურად შრომობ არსებობისთვის.

მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს.

რომლებისთვისაც ანთილიყო მთავარი თემაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ქართული, გამართული და მხოლოდ იმიტომ რომ მას ფული აქვს, შენ არა. ქოცებისთვის ადამიანის ღირებულება მხოლოდ ესაა.

მინდა სულ გახსოვდეს, რომ მე ვარ შენი მეგობარი და ამას არაფერი შეცვლის და იცოდე, ძალიან მიყვარხარ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა