მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

1 day ago 8

4

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

სასამართლო პროცესის დროს პროკურორებმა მოითხოვეს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მარინ ლე პენს 5 წლით აკრძალვოდა საჯარო თანამდებობის დაკავება. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს, თუმცა მანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბოლო მონაწილეობა იქნება. გაურკვეველია, შეუშლის თუ არა ხელს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს – პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

სრულად წაკითხვა