აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 30 ოქტომბერს "დიდი ოცეულის" - G20-ის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გახსნა.
სხვათა შორის, მასზე იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
თემები უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების გარდა, ენერგომატარებლების ფასების ზრდაა.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, აშშ-ის გადამწყვეტ შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იმართება, რაც ამზადებს ნიადაგს დეკემბერში მაიამიში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ კურორტზე G20-ის ლიდერთა სამიტის ჩასატარებლად.
ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, პარასკევს დილით დაგეგმილი ტრადიციული ერთობლივი ფოტოსესია („საოჯახო ფოტო“) გაუქმდა.
ეს მოხდა გაურკვევლობის ფონზე იმასთან დაკავშირებით, ჩატარდებოდა თუ არა ორი ფოტოსესია -ლავროვთან ერთად და მის გარეშე, განუცხადეს დიპლომატიურმა წყაროებმა AFP-ს.
ზოგიერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა მიმდინარე წელს გამართულ G20-ის წინა შეხვედრებზე უარი თქვა რუსეთის დელეგაციასთან ერთად ფოტოების გადაღებაზე.
რუბიომ პლენარული სესიის გახსნაზე გააფრთხილა მონაწილეები, რომ მსოფლიო დგას „ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე, რომელთაგან ბევრი სერიოზულ საფრთხეს უქმნის“ გლობალურ ეკონომიკას.
მან მოუწოდა G20-ს, ერთობლივად იმუშაონ ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ, როგორებიცაა გლობალური ენერგეტიკული და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, ასევე ნავიგაციის თავისუფლება.
2022 წელს უკრაინაში შეიჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთის ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა ზურგი აქცია, ხოლო თავად ლავროვი საერთაშორისო სანქციების ქვეშ რჩება.
მნიშვნელოვანი იქნება რუბიოს შეხვედრა ლავროვთან, რადგან ვაშინგტონი აწარმოებს დიპლომატიას უკრაინის საკითხზე და ამავდროულად ცდილობს მოსკოვთან თანამშრომლობას საწვავის ფასების შეკავებაში, რაც
შუალედურ არჩევნებში წინასაარჩევნო კამპანიის საკვანძო თემაა.
ტრამპის ადმინისტრაციამ G20-ის მორიგე თავმჯდომარეობა დიდ ბრიტანეთს უნდა გადასცეს.
radiotavisupleba ახალი ამბები