ქალაქ კასპში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი (K-1 წესებით) გაიმართა, რომელშიც საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირში წარმატებით იასპარეზა მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდმა (მწვრთნელი დათა წულაია). ტურნირში სასპორტო სკოლის 16 მოსწავლე მონაწილეობდა, საიდანაც 7-მა სპორტსმენმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ბაღიშვილი, ოთიკო ხურცილავა, ნიკოლა წულაია, მარიამ ჯანჯღავა, ანი თოდუა, გიორგი ხუბუა და ნიკოლოზ ჯანაშია.



The post მარტვილის უშუს გუნდის 7 სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა appeared first on TTimes.GE.
ttimes.ge ახალი ამბები