“მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა“ – რას აქვეყნებს პაპუნა ჯანელიძე

10 hours ago 2

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე მარტივ განმარტებას გვთავაზობს.

“მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა (თანდართულია ფოტო). კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას.”- წერს პაპუნა ჯანელიძე.

ნახეთ დასკვნა:

სრულად წაკითხვა