WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

33

უფლებადამცველი, ბაია პატარაია;

კობახიძის თქმით არა-კომერციული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურია და საერთოდ გასაუქმებელია. ანუ მხოლოდ ფულის მკეთებელი ორგანიზაციებია საჭირო და სახელმწიფოს გარდა. მაგრამ თუ ადამიანებს მოგება კი არ აინტერესებთ, არამედ პრობლემების მოგვარება უნდათ ერთობლივი ძალებით, ეგ თურმე რა საჭიროა…

ანუ “საფარი” რომ არსებობს, რათა ძალადობის მახვერპლ ქალებს და ბავშვებს დაეხმაროს უფასოდ იურიდიული, სოციალური ან ფსიქოლოგიური მომსახურებით, ეს ყოფილა სისულელე, ხალხო, არასაჭირო და უცხოეთიდან თავსმოხვეული. აი, კერძო იურიდიული კომპანია რომ იყოს საფარი, ფულს ვართმევდეთ ხალხს, არ ვეხმარებოდეთ უფულოებს და ღარიბებს, მაშინ კი ვიქნებოდუთ თურმე საჭირო.

გრანტების სააგენტის ვკეტავო, დაკეტოს… ეგ გრანტების სააგენტო მხოლოდ ქოცების ჯიბის ორგანიზაციებს ეხმარებოდა ისედაც და მეტი არავის. მაგრამ სულ რომ გააუქმონ არაკომერციული ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმები, ეგეც აღარ გამიკვირდება.

მოკლედ, მარტო ფულის მწამსო კობახამ  და თუ ფულზე არ მუშაობთ, სულ ნუ იმუშავებთო, კაცო, რა საჭირო ხართ საერთოდო…