“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
მარტო ქოცების რღვევა კი არ მიდის.
კოლექტიური ნაცებიც ირღვევიან (ხაზარაძის პარტიული სისტემაც თვისებრივად ნაცურია – პოსტ ტოტალიტარულია).
ნაცი სპიკერებიც მიხვდნენ სიო საით უბერავს და თუკი ადრე მიშას რხევით გამოწვეული ტალღების შეჩერების შეუძლებლობაზე როშავდნენ და სანამ ადამიანებად ვაგდებდი, მიხსნიდნენ, რომ ქართველებს “ბელადი უნდათ ბიძი”, ახლა უგრძეს პოსტებს აცხობენ, რა დიდებული პროცესი დაიძრა ქვემოდან ზევით.
ქვემოდან ზევით, ქვემოდან ზევით, ქვემოდან ზევით…
მეგობრებო, მაგ სიტყვებს შინაარსი აქვს და სანამ შინაარსს არ ჩადებთ, მაგ ტალღიდან, რაზე მოხტომასაც ცდილობთ, ჩამოგაგდებთ.
ყველა აქტიური ოპოზიციური სპიკერი კონფორმისტი გონებასუსტია, ვინც ისე წერს ქვემოდან ზემოთ პროცესზე, რომ ოპოზიციური პარტიების და ტელემედიის ზემოდან ქვემოთ მართულ სიმახინჯეებს არ ურტყამს და ანგრევს.
შინაარსი აქვს ქვემოდან ზემოთ – ს.
და ეს შინაარსი გულისხმობს რომ ხაზარაძე, სააკაშვილი, კეზერაშვილი, გვარამია და სხვა პოლიტიკური გვამები ვერ უნდა საზღვრავდნენ ტელემედია დღის წესრიგს და ტელემედია სპიკერებს.
ეს ისედაც, გარდაუვლად ასე მოხდება – ჩამოინგრევა ეგ სამარცხვინო, პოსტ საბჭოთა, ზემოდან ქვემოთ მართული პარტიული და ტელესათბურები.
სხვანაირად ეს დიდებული პროცესი ვერ გაიმარჯვებს – ოპო სამარცხვინოების ჩარეცხვის გარეშე.
მაგრამ უნიჭო ფლუგერების წვალება წმინდა საქმეა.