11 მაისს მარში “მადლობა მეგობარს” გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო “დელისთან”, მეტრო “სადგურის მოედანთან” და მეტრო “ავლაბართან” შეიკრიბნენ, შემდეგ მეტრო “ახმეტელთან” გადაინაცვლეს და მსვლელობით აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ.
მარშის მონაწილეებმა საელჩოსთან შეერთებულ შტატებს მეგობრობის, პარტნიორობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ისინი აშშ-ის საელჩოდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა, 7 მაისს კი საკანონმდებლო აქტმა კონგრესის ზედა პალატაში გადაინაცვლა, სადაც მას სენატორები განიხილავენ.