UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე უნდა იყოს, ორგანიზაციასთან ინტერვიუ ჩაწერა და ქართველ ჩემპიონთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ცარუკიანი ამბობს, რომ სრულყოფილი მებრძოლია და ჩხუბის შემთხვევაში ილია თოფურიას MMA-ს ნამდვილ სახეს აზიარებს.
ილია თოფურიას MMA-ს სახეს ვაზიარებ, სადაც ჭიდაობას, კრივს, ხელებით და ფეხებით დარტყმას ვაზიარებ. ის მაღალი დონის მოჭიდავე არ არის, რაც ბრაის მიტჩელთან პირველ ბრძოლაშიც გამოჩნდა. ერთი სული მაქვს გაჩვენოთ თუ რა შემიძლია.
- ამბობს ცარუკიანი.