WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილზე “ადამიანურად გული წყდება”.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომას შეეხებოდა.

“გული მწყდება, ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში უყურებდე, რაშიც თავი ჩაიგდო, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით […] პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერმინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებითა პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება”. – თქვა კალაძემ.