UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, ავსტრალიელ მებრძოლ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან განმეორებით ბრძოლას არ განიხილავს. ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც მას რემატჩის შესაძლებლობაზე დაუსვეს კითხვა, თოფურიამ საკმაოდ გულწრფელი და ემოციური პასუხი გასცა.
"იმდენად დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ადამიანი რომ აღარ მინდა, ოდესმე ვეჩხუბო", - განაცხადა თოფურიამ.
მისივე თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც მათი გზები შესაძლოა ისევ გადაიკვეთოს, ვოლკანოვსკის კულინარიული შოუა და არა ოქტაგონი.