სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა.
დადგენილება “ქართული ოცნების” მთავრობამ მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს გამოსცა. მას ხელს ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაოლიგარქის მთავრობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაამტკიცა და მასში ცესკოც შეიყვანა, ავტობანზე დაგეგმილი მასშტაბური პროტესტამდე რამდენიმე დღით ადრე, 31 იანვარს კი ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაამატეს. ოლიგარქის მთავრობამ მორიგი დადგენილება 31 იანვარს გამოსცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.