უკრაინელებმა გუშინ ღამით ერთდოულად შეუტიეს რუსეთის რვა ქალაქს, მათ შორის სოჭს – დრონებითაც და რაკეტებითაც.
სოჭში აფეთქებების ხმა ისმოდა, მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დარჩენილიყვნენ სახლებში და გარეთ არ გასულიყვნენ, სასტუმროებიდან კი ტურისტები ბომბსაცავში სასწრაფო წესით გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ქალაქზე შეტევა რაკეტებითა და დრონების მეშვეობით განხორციელდა.
საჰაერო განგაში იყო ასევე რუსეთის 8 ქალაქში, დაიხურა აეროპორტები. სოჭთან ერთად უკრაინელებმა სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურები დაბომბეს კრასნოდარში, სამარაში, კალუგაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში, უფასა და იაროსლავში.