ლოს-ანჯელესში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – 7 იანვარს ტყეებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხდება.
ეპიცენტრიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა სტიქიურ უბედურებას უკვე ემსხვერპლა, სულ მცირე, 5 ადამიანი.
“პირველები” ესაუბრა ლოს-ანჯელესში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. იგი ამბობს, რომ ხანძრის ლოკალიზება სხვადასხვა უბნებზე ხდება, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მეხანძრეები სწრაფ რეაგირებას ვერ ახერხებენ.
ამჟამად მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია უბნებიდან, სადაც ხანძარია. სამწუხაროდ, გვყავს 5 გარდაცვლილი, მათგან ქართველი არცერთი არ არის. დაშავებულებისთვის გამოიყო თავშესაფრები, სადაც უზრუნველყოფენ საკვებით. ამჟამად არ არის ცნობილი ხანძრის გამოწვევის მიზეზი”, – ამბობს მოქალაქე.