11
თეიმურაზ ჯანჯალია, რომელმაც პროტესტის ნიშნად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა, ირაკლი კობახიძესა და სხვა მაღალი თანამდეობობის იმ პირებს პასუხობს, ვინც აცხადებს, რომ ის თავად გადააყენეს:
„ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ჩემს ქმედებებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას.
მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის ნებისმიერი სახით მანიპულირების თუ დამახინჯების მცდელობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ მიმართ პატივისცემის ძირის გამოთხრას, რომელიც ამას აკეთებს.
მე ვაფასებ დროს, რომელიც გავატარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პატივი იყო, მემუშავა თავდადებული პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთობლივი წვლილით.
მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ”