კაცს, რომელიც ბაკურიანთან ახლოს, ბურანით გადაადგილების დროს ზვავში მოყვა და დაიკარგა, მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

კაცი მაშინ გაუჩინარდა, როცა ბურანით თოვლში გადაადგილდებოდა მეგობრებთან ერთად. იმ ადგილს, სადაც ყველაზე ხშირად იცის ზავი, მისი მეგობრები გასცდნენ, თვითონ კი – ვერა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ ადგილას ხშირია ადამიანთა დაკარგვა ზვავის ან დიდთოვლობის დროს.

დაკარგულ კაცს დაახლოებით 200 მეხანძრე-მაშველი ეძებდა. ასევე, ძებნა-შველაში იყო ჩართული სამაშველო ვერტმფრენი, კინოლოგთა სამსახური და ცოცხალი ძალა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სახით. 

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაკურიანში დაკარგულ ადამიანს, მესამე დღეა, ეძებენ.