მაშველებმა თელავში დაკარგული მოზარდები ხევიდან გამოიყვანეს

2 months ago 33

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თელავში დაკარგული მოზარდები მაშველებმა ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების განცხადებით, ორი მოზარდი თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ ხევში გადაადგილების დროს დაიკარგნენ და რთული რელიეფის გამო გამოსვლას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ:

„ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“ — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სრულად წაკითხვა