“მაშინ, როცა ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების მიმდევრებიც კი ღიად ეკრძალვოდნენ დაბეზღებას, ივანიშვილის მიმდევრები ამით “კაცობენ” და “ქალობენ” – ლელა ჯეჯელავა

2 hours ago 3

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას პარალელები მძიმე შეფასებებით:

გასული საუკუნის 30 იანი წლების რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების გასაჯაროება არ შეიძლებაო, ამბობდნენ, რადგან ამ რეპრესიებში მონაწილე ადამიანების შთამომავლები ძალიან დაზარალდებიან, შეიძლება საზოგადოებიდან მოიკვეთონ და ცალკეულ შემთხვევებში სუიციდამდეც მივიდეს საქმეო. მახსოვს ასეთი მსჯელობები.

მაშინ, იმ ჯოჯოხეთურ წლებშიც, ღია დასმენებს ერიდებიდნენ და ფორმალურად მაინც ცდილობდნენ ადამიანის სახის შენარჩუნებას.

ბრალდებები უცვლელია მაშინაც და ახლაც, დასავლური იმპერიალიზმის აგენტობისთვის ასმენენ ადამიანებს, მაგრამ სახე ისე დაკარგეს, რომ საკუთარი შვილების, შვილიშვილების, მეზობლების, ნათესავების თვალწინ უშვებენ ადამიანებს ციხეში, ტოვებენ შვილებს მშობლების გარეშე, ცოლებს ქმრების გარეშე, ქმრებს – ცოლების.

ცოტა ხანში, ალბათ, ამათი შვილები და შვილიშვილები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ვის მამას, ბებიას და ბაბუას მეტი ადამიანი ჰყავს დასაჭერად გამეტებული.

მაშინ, როცა ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების მიმდევრებიც კი ღიად ეკრძალვოდნენ დაბეზღებას, ივანიშვილის მიმდევრები ამით “კაცობენ” და “ქალობენ“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა