“მგონი ФСБ-ს გამომძიებელსაც კი შეშურდებოდა ეს მოღალატური დემაგოგია…” – გია ხუხაშვილი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით

3 days ago 11

შეკითხვებს, ჩაკითხვებსა და პოზიციის დაფიქსირებას თეა წულუკიანის მხრიდან, ერთგვარი შედარებითი შეფასებით ეხმიანება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

წულუკიანმა ის კი არ იკითხა, – ცხინვალზე ცეცხლი გავხსენით თუ არა?

ეს რუსული ტყუილი მიიღო ფაქტად და კგბ-შნიკურად იკითხა – ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდაო?

პასუხი რომ მიიღო, რომ სტრატეგიულ სიმაღლეებზე სოფლებში განლაგებულ საცეცხლე წერტილები დავბომბეთ, რომლებიც ცხინვალიდან დაახლოებით იგივე მანძილზეა, რაზეც თბილისიდან კუს ტბაო.

ხოდა, კუს ტბა ადმინისტრაციულად ხომ თბილისს ეკუთვნის და ე.ი. ცხინვალი დაგიბომბავთო.

მგონი ФСБ-ს გამომძიებელსაც კი შეშურდებოდა ეს მოღალატური დემაგოგია…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

სრულად წაკითხვა