WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

35 000-მდე ოჯახს სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღება შეუწყდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 80 000-მდე ოჯახის მდგომარეობა გადაამოწმა. „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამ ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ეს მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული მორატორიუმის დასრულების კვალდაკვალ, შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება დაიწყო. გადამოწმება იმ შეშფოთებამ განაპირობა, რომ ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში აღნიშნულ პროგრამაზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა, თებერვლის მონაცემებით, 710 000 ადამიანი იყო.

„30 000-ზე მეტი, დაახლოებით 35 000-მდეა ოჯახების რაოდენობა, რომელთაც რეალურად შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება იმიტომ, რომ მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული უმრავლეს შემთხვევაში“, – განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მინისტრის თქმით, მთავრობა აგრძელებს დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმებას, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კვლავ პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს.

მან აღნიშნა, რომ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზა მუდმივად ცვალებადია, ვინაიდან ბაზას ახალი ოჯახები ემატება და ზოგიერთი კი გადის ბაზიდან.

სარჯველაძის თქმით, გადამოწმების პროცესის დასრულებისა და მონაცემთა ბაზის განახლების შემდეგ, მთავრობა ათობით მილიონი ლარის დაზოგვას მოელის, თუმცა ზუსტი ციფრი ან ვადები მან არ დაასახელა.

This post is also available in: English