WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე ირაკლი ღარიბაშვილის პროცესზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან აცხადებს:

„მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. [იმას, რომ ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა], მხოლოდ სულელები და ისეთი ვირთხები დაიჯერებენ, როგორიც მდინარაძე იყო.

ხომ იცით არის ერთი ასეთი ნათქვამი, მკვდარზე ან კარგს ლაპარაკობენ ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წვერებს ესეთი რამები შეუთხზა.

მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერისკაცი [გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს] შეცდომაშია შეყვანილი. მე არ მაქვს უფლება, რომ ერისკაცს რჩევა მივცე, თვითონ გაირკვევა, როცა სიმართლეს გაიგებს. ირაკლი ღარიბაშვილის ერისკაცობა, რომ  დამტკიცდება ყველაფერს გაიგებს…

„„„ყველა უჭერს მხარს (ღარიბაშვილს) და ძალიან ბევრი არის. გაურკვევლობა არის და ეს გაურკვევლობა როცა გაირკვევა ყველა იდგება იქ სადაც საჭიროა. ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის მდინარაძის დატოვებული პავლიკა მოროზოვები არიანსხვადასხვა სფეროში. გასუფთავდება ყველა, ერისკაციც, ბიძინა ივანიშვილიც გაერკვევა იმაში, რა არის სიმართლე და ყველაფერი დადგება თავის რიგში”- დასძინა მან.