38
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
მდინარაძის წასვლას ნუ უკავშირებთ ბიძინას „პიეტეტს“ „უდანაშაულოდ“ ჩასმული ღარიბაშვილის მიმართ. ან თუნდაც იმას, რომ მტკიცებულებების არქონის გამო განრისხდა ბატონი. ვინც ასე ფიქრობთ, ცდებით.
მან სხვა საფრთხე დაინახა – უფრო სწორად, დაანახეს და აგრძნობინეს (კონკრეტულად რა, ამას არ დავწერ): ე.წ. „კახურმა კლანმა“ ეს შედეგი დადო.
ეს კარგია? ვნახოთ.
იქ, სადაც ბიძინა რაღაცას თმობს, მერე ორმაგად ამოაქვს ხოლმე და ახლა აქ საკმაოდ რთული კომბინაცია ჯდება: ან კლანი უნდა მიაწვეს ბოლომდე, ან გამოხშირავენ და თითო-თითოდ გაანადგურებენ.
მიწოლა კი სულაც არ ნიშნავს ომს. მიწოლა ამ შემთხვევაში პოზიციების გამაგრებასა და სიმყარეს ნიშნავს.
ძალიან საინტერესო თამაშია.
ისე, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქოცის ოჯახში შეკრებილი ქოცი ბობოლები — ფულით ბობოლები, განა ჭკუით — განიხილავდნენ სცენარს: მამუკა შესაძლოა ბიძინამ პრემიერად დანიშნოსო.
დედა, რა დღეში გაქვთ ნერვები ამ პოლიტიკური ჰიპოთეზის ავტორებს, ხვდებით?
და იმას თუ ხვდებით, რა უბედურ დღეშია ქვეყანა, თქვენ რომ ცალკე ფული გაქვთ და ცალკე — პოლიტიკოსები გქვიათ.
საერთაშიროსო alia.ge