WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

48

იურისტი ეკა ბესელია, დედაზე, გულიკო ორაგველიძეზე წერს:

,,დედას ჩემზე ბევრი ფბ მეგობარი ყავს და ჩემზე აქტიურია ამ სამყაროში .

არ ვწერდი აქამდე და არც მქონდა ამის ძალა , მაგრამ იმდენი მეგობარი ყავს დედას ( მათ შორის ჩემი მეგობრებიც ) , რომ ვალდებულად ვთვლი დავწერო მოკლედ და რომ კითხულობენ რატომ არ ჩანს -ვუთხრა , რომ
მე 10 დღე დაიწყო რაც ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის !!!

ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა , რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით .

მოულოდენლად თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში .

მე 10 დღეა ყველა ერთად ვიბრძვით ….

მადლობა ექიმ ბუბა შალამბერიძეს , რომელმაც ორი ოპერაცია გაუკეთა და აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია ….
ყველა ექიმს და სანიტარს, ვინც დედას უვლის მირიანის და ნანას სახელობის კლინიკაში …

ჩვენ ოთხივე შვილი დედას პალატის ქვემოთ ეზოში ,, დავბანაკდით “ და ველოდებით …

ისეთი ძლიერია, ისეთი კეთილი, ისეთი მზრუნველი, უანგარო, თავდადებული , რომ აუცილებლად უნდა გადალახოს უფლის შეწევნით ეს დიდი განსაცდელი!!!

მის მეგობრებს ცალ ცალკე ვერ გპასუხობთ და დავწერ როგორც კი სიახლე გვექნება

კეთილი ადამიანების ლოცვა გააძლიერებს დედას !“