28
პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ.
ეს არის სკოლა, რომელშიც უკვე მე-5 სასწავლო წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მოსწავლეების სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანეს სკოლასთან. ბავშვმა დაზიანება მიიღო სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული.
საერთაშიროსო alia.ge