WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხუთე კლასელი ბავშვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა. „ნეტგაზეთს“ ნიკა ჩერქეზიშვილი ეუბნება, რომ ბავშვი სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე დაშავდა იმ დროს, როცა სამარშრუტო ტაქსით მოიყვანეს მიმკედლებელი სკოლიდან. ფოტოების მიხედვით ადგილზე ლითონის ღობეა განთავსებული.

ჩერქეზიშვილის თქმით, სკოლა მეხუთე სასწავლო წელია დანგრეულია.

„ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ, რომელიც ახლა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ. მე-14 საჯარო სკოლა უკვე მეხუთე სასწავლო წელია რაც დანგრეულია, ამ სკოლის მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით დაჰყავთ ამ სკოლიდან 8 კმ-ით დაშორებულ სკოლაში, იქ ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას…. ეს შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა ბავშვები სამარშრუტო ტაქსებით დააბრუნეს სკოლასთან“, – თქვა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

მისი თქმით, აყენებენ „ოცნების“ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლასთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ როგორც ხელისუფლების, ისე განათლების სამინისტროს, მერიისა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.

მშობლები ითხოვენ სკოლის აშენებას და ალტერნატიულ ფართს დილის ცვლაში. მშობელი ამბობს, რომ ბავშვები ამჟამად სხვა სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ და სახლში საღამოს 9 საათამდე ვერ ბრუნდებიან.

„ამ ბავშვებს დაუბრუნეთ 5 წლის მანძილზე დაკარგული ბავშვობა. მოგვეცით დაპირებული ალტერნატიული ფართი დილის ცვლაში და აგვიშენეთ მე-14 საჯარო სკოლა“, – ამბობს მშობელი.