მე–17 ჯარიმა – ნარსია ამჯერად აქციაზე არყოფნის გამო დააჯარიმეს (?)

1 month ago 10

3

ნიკა ნარსია მეჩვიდმეტედ დააჯარიმეს – სამოქალაქო აქტივისტს ივანიშვილის რეჟიმი ამჯერადაც გზის ხელოვნური ნაწილის უკანონოდ გადაკეტვას ედავება.

ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 თებერვალს აქციაზე საერთოდ არ მდგარა, თუმცა შს სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარიმო ქვითარი მაინც მიუტანეს.

“მე-17-ე ჯარიმაც. უკვე ფოსტით მოიტანეს, ევროპული მანქანით, ოღონდ კომუნისტი (მძღოლი) ფოსტალიონით, უჟმური სახით გადმომცა, კაჟაიას პერსონაჟს გავდა, დათა თუთაშხიაში, იპოლიტე რომ ასრულებს: სად მაქ ფული მე უბედურსო რომ იძახის. თან 20-ში აქციაზე არ ვყოფილვარ, ჯარიმაც მოიტანა პოლიციამ 22:00 საათზე და სახლში ვიყავი. ანუ არ ვიყავი და მაინც დამაჯარიმეს”. – წერს ნიკა ნარსია. 

სრულად წაკითხვა