14
“არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული” – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძემპროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
კობა ლიკლიკაძე აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მისი თქმით, იმ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს და გამბედაობა უნდა ჰყოფნიდეს, რომ ბოდიში სწრაფად მოიხადოს.
მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მძიმე, აბსურდული განცხადება, ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.
მე არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული“, – განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.
სამხედრო ჟურნალისტმა დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და თქვა, რომ TV პირველის ეთერში კონკრეტული ფრაზა არასწორი ფორმულირებით თქვა:
არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, სამხედრო მედიკოსების ღვაწლის ძალიან შელახვა – ეს განზრახვა არ მქონია. ჩართული სიტყვა, როგორც ამბობენ თქვენს ეთერში გამომრჩა. ცალსახად ვინანიებ ამას და ყველა სამხედრო მედიკოსს, სათითაოდ ვუხდი ამის გამო ბოდიშს. შეიძლება ითქვას, ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც იშვიათად დამიშვია და მომსვლის ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში”- თქვა ლიკლიკაძემ.
რა თქვა კობა ლიკლიკაძემ?
TV პირველის ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას კობა ლიკლიკაძემ თქვა, რომ თითქოს 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს:
„არ ვთქვი მაშინ ეთერში ერთი ფაქტი, რომელიც მე ვიცოდი, როდესაც პანიკის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიკრიფა მედპერსონალი თავისი ტექნიკით და დატოვეს დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები მათ შორის, ეს მოხდა 10 აგვისტოს საღამოს. მე მივხვდი, რომ თუ ამ ინფორმაციას თუ გადავცემდი, ამას მოჰყვებოდა ისეთი პანიკა, რომ მეორე დღეს ქალაქი დაცლილი იქნებოდა“.(ტვ პირველი)
საერთაშიროსო alia.ge