WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრაძე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს გაასაჯაროებს. 

გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ ანონსში,  ირაკლი ოქრაძე ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს. 

„მე ახლა ვიტყვი სიმართლეს... სრულიად გულწრფელი ვარ... რომელ ქვაზეც იძახიან, რომ დამჯდარი დავინახეთო, რატომ გადაწყვიტეს, რომ დამჯდარი დაინახეს, ვერ ვხვდები... მე არ დამინახავს გურიკა იქ დამჯდარი.

კახა რომ იძახის - მოვიდეს ერთი ეგ, ცხვირ-პირს დავუმტვრევ თუ რაღაც ამგვარს... ბებია მოუტრიალდა - ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო.
...მამა ეძებდა შვილს, იძახდა მაპოვნინეთო - ისე იძახდა, თითქოს, რაღაც ნივთს ვეძებდით“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 2 ოქტომბერს, გადაცემაში ,,შენი ამბავი თაიასთან" იხილავს. 

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

​primetime.ge​​​