“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

1 hour ago 2

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი მალე გამოვა ციხიდან და მოვა ხელისუფლებაში:

მე გამოვალ ამ ციხიდან  – რაც უფრო დიდხანს მამყოფებთ, მით უფრო დიდია ამის ალბათობა.

მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში; როგორც ორჯერ გააკეთა ეს მიანმარის ლიდერმა; როგორც ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და ხელახლა გახდა პრეზიდენტი; როგორც მალაიზიის დღევანდელი პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი.

თქვენ გააკეთებთ ამას, რომ მოიტანთ “ვარდების რევოლუცია 2”-ის როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა, ჩემი ფუნქციაა ჩემთან ერთად (მე დროებით ვიქნები მათთან) მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა