მე, გახარიას ადგილზე რომ ვიყო არ ჩამოვიდოდი საქართველოში, მინიმუმ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება – ზვიად ძიძიგური

2 weeks ago 7

წაკითხვა: 1

“ის, რომ ადამიანი წავიდეს ციხეში, თუ არ წავიდეს, არის მისი გადასაწყვეტი, თუ ჩამოვა, ჩემი აზრით, მაღალი ალბათობით დააპატიმრებენ იმიტომ, რომ ისეთ თემაზე აღუძრეს საქმე – საქართველოს ინტერესის შესახებ ნაბიჯი რატომ გადადგი და რუსეთი რატომ გააღიზიანეო, თან ისეთი მუხლები ჩამოთვალეს, მინიმუმ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება და მე მის ადგილზე  არ ჩამოვიდოდი”– განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა ზვიად ძიძიგურმა 27 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისა, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას, ჩამოვა თუ არა გიორგი გახარია საქართველოში.

“მე მის ადგილზე არ ჩამოვიდოდი საქართველოში და არ გავახარებდი, არა, რატომ უნდა ჩამოვიდე? სასამართლოში რამე სამართალს იპოვი? თავისუფლებაში მყოფმა გახარიამ გაცილებით მეტი შეიძლება გააკეთოს, ვიდრე პატიმრობაში მყოფმა”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა