“მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა” – ნინო ქათამაძე

1 week ago 10
უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ასე­ვე სა­უბ­რობს მე­უღ­ლე­ზე და მის სა­ვა­რა­უ­დო გა­დას­ვლა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას არ გეგ­მავს, რად­გან მისი აზ­რით, მის სამ­შობ­ლოს თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა.

ნინო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტარ­დე­ბა, – წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია. მომ­ღე­რალს მი­აჩ­ნია, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ახლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქა­თა­მა­ძე უკ­რა­ი­ნას მხარს უჭერს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, აწყობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს და ხში­რად სტუმ­რობს მას.

მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მსგავ­სი ჭო­რე­ბი­სა, ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­ვლას არ გეგ­მავს. მისი თქმით, მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნა­ში მის გა­დას­ვლას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა:

“არ ვიცი… ზო­გი­ერ­თი ჩემი ინ­ტერ­ვი­უს არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მოხ­და, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში ვა­პი­რებ გა­დას­ვლას. თუმ­ცა, ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვაა. ახლა ჩემი ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყოთ… ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნა მარ­ტო არ უნდა დავ­ტო­ვო – მტკი­ცედ უნდა ვიდ­გეთ ფეხ­ზე და ერ­თად გავ­ხსნათ ევ­რო­პის კარი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი არ უნდა გა­ა­ფუ­ჭოს სა­ერ­თო მტერ­მა”, – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

“იმის გამო, რომ ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვარ. მე ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი აღელ­ვებს. თუ მე არ ვი­ტყვი, ვინ იტყვის? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი, ეს სწო­რია”, – და­ა­მა­ტა მან.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ნინო ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლეს­თან, და­ვით ლო­ლა­ძეს­თან, 18 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­შია. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქა­თა­მა­ძის ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ფე­ხით ექიმ­თან ვი­ზი­ტით და­ი­წყო. და­ვით ლო­ლა­ძემ გა­ნათ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მი­ი­ღო. წყვილს 16 წლის ვაჟი ჰყავს.

ნინო ქა­თა­მა­ძე შვილ­თან ერ­თად

ქა­თა­მა­ძის თქმით, ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა:

“მთა­ვა­რია არ დას­ვათ ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად გიყ­ვარ­დეთ ის პრო­ფე­სია, რაც თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ახა­რებს”, – აღ­ნიშ­ნავს მომ­ღე­რა­ლი.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ნინო ქა­თა­მა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში 15-ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბით. მან აღი­ა­რა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის საფრ­თხის ფონ­ზე, ეში­ნია.

“მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ან დრო­შიც სა­ში­შია, თუ გარ­შე­მო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან, თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს უს­წორ­დე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლია… ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გვერ­დით ყოფ­ნაა. და­ნარ­ჩე­ნი კი – ბრძო­ლაა სი­ცო­ცხლის­თვის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმის­თვის”, – აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

 

The post “მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა” – ნინო ქათამაძე appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა