მე ვარ და ვიქნები ერთგული ქართული ჯარის, მისი უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი

5 hours ago 2

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. მან თქვა, რომ რჩება ერთგული საქართელოს კონსტიტუციის, ქართული ჯარისა და ქართველი ხალხის.

“მე მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირელ რიგში, მე რას გავაკეთებ: მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, გათელებს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.

მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ. რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თავად არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აჟჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.

მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეფერხდა, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემების გამო. მასალა განახლდება მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი გააგრძელებს სიტყვით გამოსვლას.

სრულად წაკითხვა