“მე ვაღიარე, რომ ვიყავი ქოცი, დღეს ვარ შეძრწუნებული” – ირმა სოხაძე აქციას შეუერთდა

1 week ago 4

პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით ამ წუთებში აქციას მუსიკოსებიც მართავენ. ამ წუთებში მსვლელობა სახელმწიფო კონსერვატორიიდან დაიძრა, რომელსაც მომღერალი ირმა სოხაძე შეუერთდა.

არც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავიო აქციაზე, ალბათ, 9 აპრილის შემდეგ არ ვყოფილვარ. მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ყველა უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ძალიან აღშოფთებულები, მოტყუებულები, შეძრწუნებულები და გაწბილებულები ვართ. ასე ცუდად მე თავი არასდროს მიგრძვნია. კონკრეტული ჩვენი მოთხოვნა ეხება ფანტასტიურ ახალგაზრდას, დიდი პიანისტის მომავლის მქონე ადამიანს, მაგრამ კიდევ, ვინც არ უნდა იყოს უკანონოდ, სრულიად უსამართლოდ დაკავებული, ყველას გამოშვებას ვითხოვთ. ეს ბავშვები ითხოვდნენ კონსტიტუციის აღსრულებას, 78-ე მუხლის დაცვას და იმის მაგივრად, რომ აზრზე მოხვიდე და ბოდიში მოუხდო შენს მოსახლეობას, გამოასწარო ეს შცდომა, ამის მაგივრად იჭერ ამ ახალგაზრდებს. ანრი კაკაბაძე და ანდრო ჭიჭინაძე, ეს ძვირფასი ბავშვები თურმე ახალ წელს და შობას ციხეში უნდა შეხვდნენ. რატომ? რა დააშევს. ეს აღმაშფოთებელი კი არა აუტანელია. მე ამასთან შეგუება არ შემიძლია. მე ძალიან მიჭირს. ვისაც დარჩა იმის ტვინი თუ უტვინობა, იფიქროს, რომ ამის უკან კეთილი ზრახვები აქვს ხელისუფლებას, არვიცი, მათი გადასაწყვეტია და მათ სინდისზე იყოს.

დღეს ძალიან გაწბილებული, შეძრწუნებული ვარ, ეს არის სრული რღვევა და ნგრევა ჩემი იმედების, რწმენის, მარტო ჩემი არა, ამდენი ადამიანის. როცა შენი მოსახლეობა გეუბნება, რომ ეს ასე უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არა გაქვს, გარდა იმისა, რომ ცემ, ურტყამ, წამლავ, იჭერ… შეიძლება ამაზე არ აღშოფთდე?

მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, კმაყოფილი, იმისათვის, რომ წინა სისხლიანი რეჟიმი მოგვაშორეს, მაგრამ მე ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც ხდება და იმედი მაქვს დამთავრდება, როგორც ცუდი სიზმარი.

სახალხო პროტესტს ცოტა ხნის წინ საქართველოს დროშით შეუერთდა მომღერალი გიული ჩოხელი. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თაობის წარმომადგენლები, ახლაც გვერდიგვერდ დგანან და  პროტესტის გამოხატვის განსვავებული ფორმებით და საყვირების გამაყურებელი ხმებით ითხოვენ მათ შორის კონსერვატორიის რექტორისგან სიმართლის მხარეს დგომას.

“საქართველოს მხარეს დგომა, თუ ნაცების მხარეს დგომაა, მართლა ვაი, ამ ხელისუფლებას” – ირმა სოხაძე

სრულად წაკითხვა