მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა: ,,ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არამხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა, შეიძლება, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც”. მდინარაძეს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ,,ტვ პირველთან” პასიხობს:
,,დღეს ბატონი მამუკა მდინარაძის გამოსვლა ჩემ მიმართ იყო არაეთიკური. მე ვერ მასწავლის მამუკა მდინარაძე სად და როგორ უნდა ვილაპარაკო და სად როგორ უნდა ავზომო და გავწონო სიტყვა. არ მაკლია ზომა-წონა მე სიტყვა-პასუხში, მიუხედავად ჩემი სიმწარისა. მე 9 თვეა ვუცდი ჩემი შვილის მკვლელების პასუხისგებაში მიცემას და სად რა არასწორი სვლა დაინახა და სად შეეშალა ეკა კუპატაძიდან გამოძიებას ხელი, ძალიან მაინტერესებს. ძალიან ზედმეტი და არაკორექტული იყო დღეს. ცდილობდა სხვათა შორის სიტყვა-პასუხის მოწევას ეს, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე ის პიროვნებაა ვინც სიტყვებს მაპატიეთ და ჯიბეში არ ეძებდა და საკმაოდ სხარტად საუბრობს, უჭირდა საუბარი მაგრამ მაინც ძალიან არაეთიკური იყო მისი გამოსვლა ჩემს მიმართ. ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, მითქვამს არაერთგზის, რომ ჩვენ აქტიურად ვუცვლით ერთმანეთს ინფორმაციებს. რა თქმა უნდა, ეხლა მე პროკურატურა არ მითანხმდება, ვის როგორ დააპატიმრეს მაგრამ ვთანამშრომლობთ. კუპატაძეს გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ არ ეყვირა ეკა კუპატაძეს ახალა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა მხოლოდ წლით და ექვსი თვის დაპატიმრებული და სხვა ყველა გარეთ იქნებოდა. მე ამას ვამბობ პროკურორ ლუკა გამყრელიძის წინადადებით – შენ დამაჭერინე გიორგი რიკაძეო და მერე იქიდან აწყობილი დანარჩენი ქრონოლოგიით. ასე, რომ დღეს ძალიან შეეშალა მამუკა მდინარაძეს პირადად ეკა კუპატაძესთან” | ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე TV პირველის ეთერში

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·