2
დღეს სასამართლოში 23 წლის დანიელ მუმლაძისა და 26 წლის გურამ ხუტაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს.
ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, თქვა:
“მე ვერავინ დამაბრალებს, რომ მომხრე ვიყავი ამ პროტესტების. მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა“
ისინი გასული წლის დეკემბერში დააკავეს რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით.
ორივე მათგანმა აღიარა ბრალი და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, თუმცა საპროცესო ხელშეკრულება მაინც არ შედგა.