საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია:
“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული.
რა პოლიტიკური შედეგი აქვს ამ ყველაფერს? თან ასეთი მსხვერპლით?
თუ ადამიანების ბედი არ გვაღელვებს და მიზანი ამართლებს საშუალებას?
შეიძლება სწორია და ვერ ვხვდები, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვერ ვაცნობიერებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას თან ასეთი მსხვერპლით.
რა არის ამ ყველაფრის მიზანი?” – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.