ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 2012 წელს “ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გააქტიურებულ მსჯელობას ეხმაურება:
“ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა იმაზე მსჯელობა, რომ 2012 წელს “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ან ბრიყვი იყო, ან ნაყიდი.
საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება – “ჩვენ მაშინვე ვხვდებოდით და თქვენ ვერა”… და ა.შ.
ნუ, ჩემზე და ჩემისთანებზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, პირდაპირ სვამენ “უმკაცრეს” დიაგნოზებს…
სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივად არის – როდესაც ხედავ, რომ ვიღაცა ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, იბრძვი მის შესაცვლელად ყველა შენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით და არ ფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა უარესი მიიღო.
ასე იყო მაშინაც, ასეა დღესაც.
მაშინაც შესაცვლელი იყო და ახლაც.
მე იმას კი არ ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე მიშას რეჟიმის შეცვლაში, არამედ იმას, რომ ამის შემდეგ ბიძინას მივეცი ასე გაჯეჯილების საშუალება“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა