წაკითხვა: 163
“კარგად მომისმინეთ! კარგად წამიკითხეთ!
ჩემზე რადიკალი ბევრი არ მეგულება, მაგრამ!
არის ქვების შეგროვების და არის ქვების სროლის დრო,მაგრამ არა ერთმანეთის მისამართით!
რამდენიმე დღის წინ, 5 ადამიანი დავრჩით ძალიან აგრესიული ახალგაზრდების პირისპირ!
მე, გერმანიაში, ჟურნალისტიკის კურსებზე მასწავლეს,როგორ უნდა იმოქმედო, როდესაც უმართავი სიტუაციაა.
ამან გადამარჩინა ციხეებში მუშაობის დროსაც, როდესაც სამართებლით ხელში პატიმარს საათობით ვარწმუნებდი, რომ არ უნდა გადაისეროს ვენა, როდესაც შიდსიანებს და ჭლექიანებს მათი ჭიქიდან წყალი დავულიე, ამით ვაჩვენე, რომ მათი წყლული – ჩემი წყლულია და ეს ასეც იყო!
მხოლოდ დიპლომატია, მოლაპარაკება, არააგრესია გამოიყენება ცივილიზებულ სამყაროში!
თუმცა სადღაა ცივილიზაცია… სხვაგვარად ომია! ომი გვინდა? ვის ვესვრით, შვილებს?
არა!
მე, როგორც ბუნტის თავი სკოლაში, მუდმივად ვისჯებოდი! მერე რა, რომ კარგად ვსწავლობდი?
მუდმივი კონფლიქტი მქონდა ადმინისტრაციასთან და ბოლოს პირველი ექსპერიმენტულიდან, ნაკლებად კონსერვატულ 51-ში “გამიქნიეს”.
დირექტორი ვერაგულად ჯიბეებს რომ გვიმოწმებდა რესპუბლიკური წერების წინ, ჯიბეში გახსნილ “ბულავკებს” ვიდებდი, მერე კი “ვკაიფობდი” პედაგოგის დასისხლიანებული თითებით!
როდესაც შატალოს მერე სახეში სილას და დღიურში საყვედურს ვიღებდით, მე ვოცნებობდი ამ კომუნისტების დასჯაზე!
დიახ, “მე,პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი”
ფაშისტური სისტემის მანკიერებაზეა და თხრობა პირველი ექსპერიმენტულის ამბით იწყება, იმიტომ,რომ ძალადობა შობს ძალადობას!
აქ არ არის სიყვარული!
მე, ლალი მოროშკინა მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ვესაუბრო ახალგაზრდების თუნდაც ყველაზე რადიკალურ ჯგუფს! ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს!
სხვა შემთხვევაში სისხვლისღვრა გარდაუვალია! ნახეთ რა ხდება მსოფლიოში”– წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს