ბიზნესმენი, ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელი თამაზ ელიზბარაშვილი, ვიდეომიმართვით (FB LIVE), “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ემოციური პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს
“რადგანაც მე დამიჭირეს და ციხეში გამიშვეს, მეუბნებიან, რომ შენ ე.ი. ქოცები გაანაწყენეო და ამიტომ მოხვდი ციხეშიო… არ არის ეს ასე… ტყუილია…
ნახეთ ხომ, რამდენი პოლიციელი შემომისიეს? 3-4 პოლიციელი ვერ დამაკავებდა და წამიყვანდა?!
რისთვის სჭირდებოდათ ეს?
ეს რისთვის სჭირდებოდათ იცით ბატონო ბიძინა? – იმისთვის, რომ თქვენ ვაჟკაც, ერთგულ მეომრებს გაშორებენ, მაგრამ ეს მაინც არ გამოუვათ. მე ვარ მადლიანი კაცი, ვიცი მადლიერება რას ნიშნავს და მე მადლიერი ვარ პირადად თქვენი, ბატონო ბიძინა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის.
იმ ხალხმა, ვინც ჩემი დაკავების ოპერაცია დაგეგმა, ბატონო ბიძინა, პირადად თქვენ მოგმართავთ, – ეს ხალხი თქვენი მტერია იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, მე როგორი განწყობით ვარ თქვენი მისამართით, როგორი მადლიერი ვარ და რამხელა საქმე კეთდება ქვეყანაში. ამ საქმეში მეც ვარ ჩართული და შემოხიდული, პირადად თქვენზე ვარ შემოხიდული…
და იმ ხალხმა, ვინც დაგეგმა ჩემი [დაკავების] სპეცოპერაცია, საჩვენებელი, ბავშვები დამიწიოკა სახლში, დარწმუნებული ვარ, დრო მოვა, პირადად თქვენ მოიკითხავთ იმ ამბავს და იმ ხალხს გაუშვებთ იქ, გლდანის ციხეში…“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
paraleli პოლიტიკა