WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა? ერთი და იგივე ადამიანები, რამდენიმე თვიანი შუალედით, ორივეს ერთნაირი რიხით რანაირად ამტკიცებენ, ვერ ვხვდები.

სხვისი წარმატებების და წარუმატებლობების, სხვის მიერვე გაკეთებულ ანალიტიკურ მასალაზე დაყრდნობით სხვას რომ სთოხვ მოქმედებას და შენი თავი მარტო ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებულთა საპარლამენტო სიის თუ ტექნიკური მთავრობის კონტექსტში გახსენდება, ამას ქვია მეთოდებში ზედაპირულობა და არასერიოზულობა, ხოლო მიზნებში – არასანდოობა და პირადი ინტერესების მსახურება.

შენი ქვეყნის ვითარება და პრობლემები შენ უნდა გააანალიზო, შენ მოიფიქრო გამოსავალი და ბრძოლის ეფექტური ხერხები და მერე შენვე განახორციელო.

სხვისი გამოცდილების შესწავლა და განზოგადება და მერე სხვისთვის ამის გაზიარების პროფესიული ჩვევა, შეზავებული თანამდებობრივი ამბიციის დიდი ულუფით, არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან – არც ძველთან, არც ახალთან და არც არანაირთან.“