ნაპოლის ლეგენდარულმა კაპიტანმა ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესახებ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ისაუბრა და კვარა გააკრიტიკა.
“მე კვარაცხელიას მადლობას არ ვეუბნები, არამედ ჩაოს (ciao). არ მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან ის ამას არ იმსახურებს. რატომ არ აუხსნა მან გულშემატკივრებს წასვლის მიზეზი? მან ხალხს უნდა აუხსნას მოვლენები როგორ წარიმართა.
კვარამ თავისი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში და ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ საუკეთესო არის ის, რომ დასასრული უნდა იყოს სწორი. წასვლით ყველა მიდის, თავის დროზე მარადონაც წავიდა, მაგრამ მთავარია კარგად მოიქცე“. – ამბობს ნაპოლის ყოფილი კაპიტანი.
Post Views: 2