19 იანვარს მერაბ დვალიშვილი ტიტულის დასაცავ ბრძოლას პირველად გამართავს, მისი მეტოქე კი რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
ცხადია, ეს ბრძოლა მერაბისთვის პირადული ხასიათისაა, რასაც უმართან უშუალო გამოცდილება და ასევე, მისი წარმომავლობაც განაპირობებს.
უმარს ქართულ ჭიდაობას და სიმტკიცეს დავანახებ! კარგი მებრძოლია, მაგრამ მის წაუგებელ სერიას შევცვლი. მისნაირ მეტოქეებთან ყოველთვის შესაბამისი მზაობით გავდივარ ოქტაგონზე და სანამ ჯანმრთელი ვიქნები, ეს სულ ასე მოხდება.
მე ჩემპიონი ვარ, ახლა არ მეხუმრება და თუ ვინმემ უნდა იფიქროს ამ ბრძოლის გაყიდვაზე, ეს თავად უმარია, ოღონდ ჩემთვის ყალბი ჩემპიონის დაძახება და უპატივცემულობა უნდა დაივიწყოს!
- ამბობს დვალიშვილი.