ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გუნდების კაპიტნებმა LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურებით ჩაატარეს.
გამონაკლისი არც "კრისტალ პალასის" 24 წლის ინგლისელი მცველი მარკ გეჰი ყოფილა, თუმცა მან სამკლაურზე "მე მიყვარს იესო" დაწერა, რის გამოც ჯარიმა ემუქრებოდა.
საქმე იმაშია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რაიმე ფორმით თავის აღჭურვილობაზე რელიგიურ შეტყობინებებს კრძალავს.
Sky Sports წერს, რომ ასოციაციამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახლა ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ დააჯარიმოს. მას მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ და წესებს შეახსენებენ.
შეგახსენებთ, რომ გეჰი "ჩელსის" აღზრდილია, მაგრამ 2021 წელს ის "კრისტალ პალასმა"
შეიძინა და ამ ლონდონური გუნდის ღირსებას იცავდა.