ქუთაისის "ტორპედოს" ფრანგმა ლეგიონერმა, მამადუ სახომ საქართველოზე ისაუბრა:
"საქართველოში ჩამოსვლა სწორი არჩევანი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად მივიღე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიმიღია. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვები კარგ პირობებში გაიზარდონ. მიუხედავად იმისა, რომ მე პარიზში და ლონდონშიც მიცხოვრია, ისეთი თანამედროვე, მოდერნიზებული და მაღალი დონის სკოლები როგორიც საქართველოშია არსად მინახავს.
ამ ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი მოთამაშეა და მათ უკვე შესაბამისი დონის პირობებიც აქვთ, რომ სწორად აღიზარდონ. ქართველებს ფეხბურთის განსაკუთრებული ხედვა აქვთ, რომლითაც ეროვნულ ნაკრებს პროგრესში ეხმარებიან“.
ცნობისთვის, სახო ქუთაისურ გუნდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა.