“მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში..." - რას ამბობს ზურა მანჯავიძე

1 day ago 1

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მომ­ღე­რალ­მა ზურა მან­ჯა­ვი­ძემ იმ ე.წ. ბუ­ლინგზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა... ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE მუ­სი­კოს და ტე­ლე­წამ­ყვან ზურა მან­ჯა­ვი­ძეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე ესა­უბ­რა.

- ზურა, რო­გორ შეხ­ვდით პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს აღარ გა­ნი­ხი­ლავს?

- ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა... მე, რო­გორც თქვეს, ისე გა­ვი­გე, - რად­გან 2028 წლამ­დე თვი­თონ არ გვიხ­სნი­ან დი­ა­ლოგს, ჩვენ არ შე­გეხ­ვე­წე­ბით, არ გთხოვთ დი­ა­ლო­გის გახ­სნას. მა­ნამ­დე მე­ტად მო­ვემ­ზა­დე­ბით, რომ 2030 წლის­თვის მა­ინც, კე­თი­ლი ინე­ბონ და იფიქ­რონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში შეყ­ვა­ნა. ადა­მი­ა­ნი რომ გე­უბ­ნე­ბა, 2030 წლამ­დე კარ­ზე ნუ და­მი­კა­კუ­ნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რა­ტომ არ მეხ­ვე­წე­ბიო, ამ ამ­ბავ­მა ცოტა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა იმოქ­მე­დოს.

- და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი უნდა ვთქვათ?

- ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ 2030 წლამ­დე არ მი­გი­ღებ, რო­გორც მა­ვა­ნი იტყო­და, ცალ ფეხ­ზეც რომ დად­გე, კარი და­კე­ტი­ლი­აო. ჩვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან დი­ა­ლოგს არ გვიხ­სნი­ან, ამი­ტომ მთავ­რო­ბამ თქვა, 2028 წლამ­დე აღარ გთხოვთ, არ მო­ვალთ, არ აგი­ტა­ლა­ხებთ კარს, არ შე­გე­ვედ­რე­ბით, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­ვიხ­სნათ. ამ თხოვ­ნით 2028 წელს მო­ვალთ, რომ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყოთ, ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, დი­ა­ლო­გი მერე გაგ­ვიხ­სე­ნით, რომ 2030 წლის შემ­დეგ მა­ინც გა­ნი­ხი­ლოთ ჩვე­ნი შეყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში... მგო­ნი, მარ­ტი­ვი იყო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი არ უნდა მოჰ­ყო­ლო­და.

- და ეს ხალ­ხი, ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­ჩა­ში ტყუ­ი­ლად დგას?

- მა­გათ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს, მე ასე გა­ვი­გე. ამი­ტომ არ ვდგა­ვარ დღეს ქუ­ჩა­ში. ვინც რო­გორ გა­ი­გო, იმის მი­ხედ­ვით აკე­თებს დას­კვნას.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა