WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

30

“ქართული ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე იმ გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს, რომლებსაც გვიან ღამით, “მარჯანიშვილის მეტროს” წინ ყვავილების გაყიდვა აუკრძალეს და დახლები ააღებინეს.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ “ოცნებამ” ისინიც მოატყუა.

“რიმა ბერაძე აქ აღარ მოვიდეს, კალაძისთვის ხმებს რომ აგროვებდა, მაშინ ხომ კარგები ვიყავით?”- აცხადებს გარემოვაჭრე.

დეპუტატი “პირველების” კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ გარემოვაჭრეებთან შეხება არ ჰქონია და მათთვის არც ხმების მობილიზება უთხოვია.

,,მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაა ეს [გარემოვაჭრეების ადგილიდან გაყვანა] და მიმართეთ ქალაქის მერიას და გაგცემენ პასუხს… ჩუღურეთელები არც არიან ისინი, ერთი ეს, და მე არანაირი გავლენა არ მექნება არაჩუღუირეთელზე და ეს როდის იყო, სამი წლის უკან? არასწორი ინფორმაცია გაქვთ… კანონი დაეხმარება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს თბილისის მერია, დავეხმარებით იმ ნაწილში,” – ამბობს რიმა ბერაძე.

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ისინი გარემოვაჭრეებს ვაჭრობის განახლების საშუალებას არ აძლევენ.