1
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტ თეა სიჭინავას დღევანდელ ეთერს ეხმაურება და წერს:
იმედზე ვუყურე დღეს ერთ დროს კარგ გოგოდ რომ ითვლებოდა ისეთი ჟურნალისტის გადაცემას. დიდი ხანია აღარ მინახავს ეთერში და არ ვიცოდი ადამიანის დეგრადირება ამდენად თუ იყო შესაძლებელი. იყო დრო, ეს გოგო თავისუფალ მაესტროზე მუშაობდა, რა ვიცი, კარგ ადამიანად და კეთილსინდისიერ ჟურნალისტად ითვლებოდა. არ ვიცი როგორ ხდება ეს პროცესი ადამიანში. ვერ ვიგებ როგორ მიდიან ადამიანები აქამდე. ორმა ქოცმა სტუმარმა რიგრიგობით ჩამოარაკრაკა მთელი დღევანდელი მესიჯბოქსი, აი დიფსთეით/ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი და მისი წითელი არმია რომ ერთი და იგივეა, უცხო ძალის აგენტები, ქვეყნის მტრები და ა.შ., მოკლედ სრული რეპერტუარი. გასაგებია, გასაგებია, გასაგებია… ეს იყო ჟურნალისტის პასუხი ყველა ბოდვაზე. რა არის გასაგები თეა? რა გაიგე? ხვალ მე რომ რუსულად სადარბაზოსთან ჩამაძაღლონ ან ციხეში ჩამაგდონ, მათიკაშვილი რომ გეტყვის ეთერში ეგ უცხოეთის აგენტი იყო, დასაჭერი იყო, ან რავი, სადარბაზოსთან ალბათ პირადმა მტერმა ესროლაო, ისევ გასაგებია, გასაგებია, გასაგებია უნდა იძახო??? ვერა, ვეღარ დარჩებით ფუმფულები და საკალელი გოგოები. თქვენი პასუხისმგებლობა ამ რუსულ რეჟიმის დამყარება–გამყარებაში იმაზე დიდია, ვიდრე ხელფასებზე დახამებულებს და ყველაფერზე ხელისმომწერებს წარმოგიდგენიათ.